დღეს, 23 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სპეციალურად უფროსკლასელებისათვის მომზადებული პროექტი საზეიმოდ დაიხურა.
პროექტი „კარიერული სკოლა“ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მომავალი პროფესიების შესახებ.
უფროსკლასელებისათვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ხუთი მიმართულებით მიმდინარეობდა: ბიზნესი, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, სამართალი და ფსიქოლოგია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ტური ძველ თბილისში. ხოლო ისინი, ვისაც გათამაშების შედეგად ბედმა გაუღიმა, უნივერსიტეტის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ; გამოვლინდა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის მიერ დაწესებული ჩინური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსის სასწავლო გრანტის მფლობელიც.