2017 წლის 2 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები ანა ყაველაშვილი და დავით დოლიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და თიანეთის რაიონის სკოლების მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრას თიანეთის რაიონის რვა სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორები ესწრებოდნენ.
აღნიშნულმა პიარ აქციამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ, დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციაც იხილეს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სტუმრებმა აბიტურიენტებსა და მათ პედაგოგებს საჩუქრად სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.