15 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ნაძალადევის რაიონის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა.
ინტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის? ნაძალადევის რაიონის თვრამეტი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვება წილად ხვდათ 143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მეორე ადგილზე გავიდნენ 133-ე საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილზე - 112-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა გამარჯვებული გუნდების წევრებს წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს, ხოლო გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისაგან და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტისგან გამარჯვებულ გუნდს ჩინური ენის შემსწავლელი სამთვიანი კურსის ვაუჩერი გადაეცა.
ინტელექტუალურ თამაშს უძღვებოდა გიორგი მოსიძე - პროდუსერი, ტელეშოუს რა? სად? როდის? ავტორი და წამყვანი.
ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდნენ: ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე - ნიკოლოზ კანდელაკი; ნაძალადევის რაიონის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული განყოფილების უფროსი - თეა ხოფერია და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი ელი ელისაშვილი.