2023 წლის 15 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, სტუდენტებს, პოეტებს, მუსიკოსებს და პოეზიის მოყვარულებს უმასპინძლა.
,,პოეზიის დღე - 2023” დედაქალაქის მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ნათია აბულაძე - პოეტი და ბესო ჩუბინიძე - პიარ მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში ჩართულნი იყვნენ გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა - თაია ლურსმანაშვილმა საკუთარი ლექსი წაიკითხა დამსწრე საზოგადოების წინაშე.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა და გათამაშდა წიგნები.