ახალი ამბები

უნივერსიტეტმა სისხლის სამართლის ასოციაციის სასწავლო კურსის მონაწილეებს უმასპინძლა

13 დეკემბერი 2021

დღეს, 13 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა სისხლის სამართლის ასოციაციის მიერ ორგანიზებული ,,იმიტირებული სისხლის სამართლის პროცესის" სასწავლო კურსის მონაწილეებს უმასპინძლა.

სასწავლო კურსის მონაწილეები უნივერსიტეტის რექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის აპარატის უფროსს, პროფესორ სოფიკო თევდორაძეს და სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გივი ლობჟანიძეს შეხვდნენ.

მცირე გაცნობითი და მიმოხილვითი საუბრის შემდეგ, სამართლის სპეციალობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, უნივერსიტეტისაგან საჩუქრები გადაეცათ.


შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის დამფუძნებელი რეზი თოდიძე და სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი ნათია მეგრელიშვილი.


იხილეთ ფოტოგალერეა...