ახალი ამბები

უნივერსიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრობდა

13 იანვარი 2023

დღეს, 2023 წლის 13 იანვარს, GTUNI-ს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ბატონი არჩილი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს, კანცლერს ელი ელისაშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

ელჩმა დაათვალიერა GTUNI-ს ინფრასტრუქტურა, იმიტირებული პრაქტიკული სასწავლო ლაბორატორიები, ჩინური და უკრაინული ენის კაბინეტები და უნივერსიტეტის მიერ გაწეული და მიმდინარე საქმიანობისადმი მოწონება გამოხატა.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ბატონი არჩილი გაეცნო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებს და გამოხატა მზაობა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხებში აქტიური მხარდაჭერისა და კონსულტირების შესახებ. გარდა ამისა, ისაუბრა საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების ახალ პერსპექტივებზე.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ არჩილს სტუმრობისთვის.


იხილეთ ფოტოგალერეა...