2023 წლის 30 იანვარს GTUNI-ს კონფუცის ინსტიტუტის ჩინელი დირექტორი, პროფესორი ვენკანგ ჭანგი და ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს - პროფესორ გიორგი მათიაშვილს, კანცლერს - ელი ელისაშვილს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.
სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა და სასწავლო ლაბორატორიები.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, პერსპექტივებსა და ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობებზე.
GTUNI მადლობას უხდის კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის.
ახალი ამბები
უნივერსიტეტს კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ
31 იანვარი 2023