დღეს, 3 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის, პროფესიული პრაქტიკის განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის განხორციელებასა და სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას. ასევე ლექცია-სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ მირიან ხარაბაძემ.