2022 წლის 22 დეკემბერს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტსა და ახალგაზრდულ საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ AIESEC თბილისის ლოკალური კომიტეტის ოფისი, ექსკლუზიურად, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში გაიხსნა, რაც დამატებით შესაძლებლობებს უქმნის GTUNI-ს სტუდენტებს.
22 დეკემბერს, AIESEC თბილისის ვიცე-პრეზიდენტმა, მარიამ ურუშაძემ სტუდენტებს საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა, სადაც განიხილეს:
- რას ნიშნავს ახალგაზრდული ორგანიზაცია AIESEC;
- როგორ გავხდეთ AIESEC Georgia-ს წევრი;
- და როგორ ჩავერთოთ საერთაშორისო გაცვლით პროექტებში სრული/ან ნაწილობრივი დაფინანსებით;
მემორანდუმის ფარგლებში GTUNI-ს სტუდენტები ისარგებლებენ დამატებითი შესაძლებლობებით და სრული დაფინანსებით ჩაერთვებიან საერთაშორისო გაცვლით პროექტებში.
GTUNI-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის AIESEC Georgias თანამშრომლობისთვის, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდება.