ახალი ამბები

უნივერსიტეტსა და ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

8 ივლისი 2022

დღეს, 8 ივლისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ფონდ ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.



მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
  • ფონდის ბენეფიციარებისთვის ცალკეული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • სტუდენტების ჩართულობა ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
  • ინფორმაციის, რესურსების ურთიერთგაცვლა, გაზიარება;
  • საქმიანობაში ურთიერთმხარდაჭერა და ხელშეწყობა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტთა პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობების მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და ფონდი ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა თინათინ სვანიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა...