2017 წლის 8 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან ხელი შეუწყონ აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში სტუდენტების პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას; ასევე სტუდენტების ყოველწლიურ პრაქტიკა/სტაჟირების ორგანიზებასა და სამეცნიერო კვლევითი პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დავით კუხალაშვილმა.