გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და Georgian Culture Asia Association შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორგანიზაციის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს.
მემორანდუმის ფარგლებში, გთუნის სტუდენტები შეძლებენ გაიარონ სტაჟირება ან დასაქმდნენ აღნიშნულ ორგანიზაციაში.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას როგორც ერთობლივი სასწავლო პროექტების, ასევე ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით.