2015 წლის 8 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და „გლობალ კრედიტ ბანკორპს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების, ასევე ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობას.
მემორანდუმი, მხარეთა სხვა ვალდებულებებთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
„გლობალ კრედიტ ბანკორპის“ წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სასწავლო-შემოქმედებითი ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.