დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და „კარიერული განვითარების ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ პროფესიული ორიენტაციის განვითარებას, აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღებისა და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას; ასევე კარიერული განვითარების მიმართულებით როგორც სტუდენტებისათვის, ასევე კურსდამთავრებულებისა და, პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით, აბიტურიენტებისთვის ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი ტრენინგების, ლექციებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა ელისო ელისაშვილმა და „კარიერული განვითარების ცენტრ“-ის დირექტორმა მერი ტარიელაშვილმა.