გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, GTUNI-ს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი.
სიამაყით გაცნობებთ, რომ GTUNI-ს სასწავლო პროგრამის: ბუღალტრული აღრიცხვის; ფინანსური აღრიცხვის და მენეჯერული აღრიცხვის სილაბუსები თანხვედრაშია ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის (ACCA) საბაზისო დონის მოდულებთან F1, F2 და F3.
ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ GTUNI-ს ბიზნესის ადმინისტრირების კურსდამთავრებულებს BAF-მა ჩაუთვალოს უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული კრედიტები შესაბამის კურსებში; ტურიზმის პროგრამის ფარგლებში კი - F1 და F2 დონეები.
GTUNI მადლობას უხდის საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას თანამშრომლობისთვის.