2016 წლის 12 სექტემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ფოიეში პირველკურსელებს უნივერსიტეტის სტუდენტები დახვდნენ, უნივერსიტეტის აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა დაათვალიერებინეს და სპეციალურად მომზადებული სასაჩუქრე პაკეტებიც გადასცეს მათ.
ამის შემდეგ პირველკურსელები საზეიმოდ მოწყობილ სააქტო დარბაზში მიიპატიჟეს, სადაც მათ უნივერსიტეტის პროფესურა და მოწვეული სტუმრები ელოდნენ.
პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა, ესაუბრა საგანმანათლებლო პროგრამებისა და საუნივერსიტეტო საქმიანობის, სიახლეებისა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებათა თაობაზე და წარმატებები უსურვა მათ.
ცოტა მოგვიანებით კი უნივერსიტეტის ეზოში თბილისის ჯაზ ბენდის წევრებმა მაია ბარათაშვილმა, გიორგი სუხიტაშვილმა, თემურ საჯაიამ, მარიკო ებრალიძემ, ალეკო ბერძენიშვილმა, ნინი გველესიანმა და ზაურ შავგულიძემ საინტერესო კომპოზიციები და საკონცერტო ნომრები შესთავაზეს სტუდენტებს.