გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სწავლების მეოთხე სასწავლო წლის სტუდენტებისათვის გასვლითი რეპორტაჟების ახალი ციკლი „მისხალ-მოსხალ“ ისევ განახლდა.
საგნების „ჟურნალისტური ოსტატობა“ და „ფოტოჟურნალისტიკა“ ფარგლებში 2016/2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაგეგმილია რამდენიმე გასვლითი რეპორტაჟი, რაც მიზნად ისახავს სტუდენტთა ორგანიზებულ მივლინებას, ერთგვარ „დესანტს“, საქართველოს კონკრეტულ რეგიონში და მრავალფეროვანი ჟურნალისტური პროდუქტის (რეპორტაჟების, ჩანახატების, სტატიების, ინტერვიუების, რადიო და ტელესიუჟეტების და ა.შ.) მომზადებას.
ამჯერად სტუდენტები კრწანისის სამხედრო სასწავლო ცენტრსა და მარტყოფში ღვთაების მამათა მონასტერს ეწვივნენ და სამუშაო პროცესიც გადაიღეს.
სემესტრის ბოლოს იგეგმება ნამუშევრების სრული პრეზენტაცია.