გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა. მიულოცა მათ ეს ღირსშესანიშნავი დღე და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
ამის შემდეგ დაიწყო კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი.
კურსდამთავრებულთათვის ოფიციალური ცერემონიალი ქუდების ჰაერში აყრითა და საზეიმო მიღებით დასრულდა.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.