ახალი ამბები

უნივერსიტეტში მაგისტრანტების მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა

11 მაისი 2016

2016 წლის 11 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობას იღებდნენ მაგისტრატურის სწავლების საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტები.

უნივერსიტეტში დამკვიდრებული მსგავსი ხასიათის სწავლების ფორმა ხელს უწყობს სტუდენტთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებას, ასევე დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.

იმიტირებულ სასამართლო პროცესს ექსპერტების სტატუსით ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ თავისი აზრი გამოთქვეს ექსპერტებმა, შეაფასეს სასამართლო სხდომის მიმდინარეობა, პროცესზე წარმოდგენილი მხარეების მოქმედება და შესაბამისი მითითებებიც მისცეს მომავალ კოლეგებს.


იხილეთ ფოტოგალერეა