კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკა, სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები, დერეფნები და თანამშრომელთა სამუშაო სივრცე.