დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელოს თანაავტორია პროფესორი გივი ლობჟანიძე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, გენერალი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი.
სახელმძღვანელოს გამოცემის მიზანია, მისცეს სტუდენტებს სპეციალური ცოდნა საგარეო ურთიერთობათა სფეროში.
წიგნში გადმოცემულია საერთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვა ორგანოს შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა საქმიანობა, საერთაშორისო პრინციპებთან ერთად, დიპლომატიური და საკონსულო სამართლით რეგულირდება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.