ახალი ამბები

უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

27 ივნისი 2022

დღეს, 27 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის - „სახელმწიფო სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებასა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის კანცლერი ელისო ელისაშვილი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის დამფუძნებელი წენგჭუნგ ქუანგი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ომარ გოგიაშვილი; საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი; საქართველოს იურისტთა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი შოთა ფაფიაშვილი; საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის თანაპრეზიდენტი, პროფესორი ავთანდილ ასათიანი; მწერალი ბადრი ქუთათელაძე; პოეტი ბაღათერ არაბული; აკადემიური წრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

წიგნი შესანიშნავი საჩუქარია როგორც სამართლის დარგის სპეციალისტებისთვის, ასევე სახელმწიფოსა და სამართლის თეორიით დაინტერესებული პირებისთვის.


იხილეთ ფოტოგალერეა...