2016 წლის 24 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტს პოეტი ალიკა დარჩიაშვილი სტუმრობდა.
პოეტი შეხვდა სტუდენტებს და წაიკითხა ლექსები კოტე ყუბანეიშვილის, მიხეილ ქვლივიძისა და ოთარ ჭილაძის შემოქმედებიდან.
შეხვედრის დასასრულს სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი ლექსებიც წაუკითხა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.