გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის ედიშერ ფუტკარაძის სამეცნიერო ნაშრომები ჩინეთსა და იაპონიაში დაიბეჭდა.
სამეცნიერო ნაშრომი ,,ქართული სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები“ ჩინეთში დაიბეჭდა და ჩინურ ენაზეა, ხოლო იაპონიაში დაბეჭდილი ნაშრომი ,,სასჯელის პროპორციულობა“ ინგლისურ ენაზეა შესრულებული.
ორივე სამეცნიერო ნაშრომი კიდევ ერთი შესანიშნავი საჩუქარია როგორც დარგის სპეციალისტებისთვის, ისე ამ თემებით დაინტერესებულ პირთათვის.
უცხოელ კოლეგებთან სამეცნიერო თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება.