დღეს, 13 აპრილს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ნინო გვენეტაძე სტუმრობდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთათვის სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაცნობასა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვას, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების საფეხურების სტუდენტთა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებას, უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტთა პროფესიულ მომზადებას, სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით განმტკიცებას, დარგობრივი კომპეტენციების ფორმირებას და საბოლოო ჯამში, შრომის ბაზრის მოთხოვნების ადეკვატური კვალიფიციური კადრების მომზადებას.
სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვრცლად მიმოიხილა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
შეხვედრის დასასრულს ნინო გვენეტაძემ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
იხილეთ ინფორმაცია: http://www.supremecourt.ge/news/id/1172
იხილეთ ვიდეო მასალა: http://www.gttu.edu.ge/ge/video-gallery