დღეს, 2022 წლის 15 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შედგა კიდევ ერთი საინტერესო მასტერკლასი სახელწოდებით ,,პროდუქტის მენეჯმენტი“.
მასტერკლასს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: ვახტანგ ღულაძე - კომპანია თეგეტა მოტორსის, კომერციული დირექტორი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- მიწოდების ჯაჭვი და მასში ჩართული პროფესიები: ვინ რა როლს ასრულებს (ბრენდ მენეჯერი, შესყიდვების მენეჯერი, ლოგისტი, საბაჟოსთან ურთიერთობის სპეციალისტი, მარაგების და ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი, მესაწყობე);
- როგორ ხვდება პროდუქტი საბოლოო მომხმარებლამდე (პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის შექმნა, ტრანსპორტირება, პროდუქტის მიღება და ფასწარმოქმნა, ქსელში გაშვება);
- შეკვეთების ანალიზი (მომგებიანობის და ბრუნვადობის მაჩვენებლები) და შემდგომი გადაწყვეტილებები;
- შეკვეთის შექმნის პრაქტიკული მაგალითი.
შეხვედრის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა შეკითხვებს.