დღეს, 13 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისისი სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტთათვის ონლაინ საჯარო ლექცია ჩატარდა.
საჯარო ლექციის სახელწოდება იყო: „აშშ 2020-ის არჩევნები“.
ონლაინ საჯარო ლექციას უძღვებოდა: ვასილ კაჭარავა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 1994-2002 წწ., თსუ-ის ამრიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.