დღეს, 2022 წლის 17 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი ,,დაუნის სინდრომი და 21-ე საუკუნე”.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: დარინა დუმბაძე - კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; რეაბილიტაციის ცენტრ ,,ფანშეტის” ადრეული განვითარების და აუტიზმის პროგრამების ხელმძღვანელი; კლუბი სინერგია - ფსიქოლოგი; საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია - აჭარის ფილიალის ხელმღვანელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემებზე როგორიცაა:
- რა არის დაუნის სინდრომი;
- რა გამოწვევების წინაშე დგანან დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები;
- მიდგომები დაუნის სინდრომის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან;
- ოჯახის როლი და მხარდაჭერა;
- სერვისები.
ვებინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.