დღეს, 2022 წლის 3 აგვისტოს, გურამ თავართქილაძის სახელობის თვილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიდევ ერთი მორიგი ვებინარი სახელწოდებით ,,განათლება და გაცვლითი პროგრამები ჩინეთსა და კორეაში“ ჩატარდა.
აღნიშნული ვებინარის ფარგლებში მოწვეული სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა:
- როგორ ჩავერთოთ აზიის წამყვანი ქვეყნების გაცვლით პროგრამებში;
- განათლების თავისებურებებზე ჩინეთსა და კორეაში;
- როგორ მოვიპოვოთ სრული დაფინანსება და სასწავლო გრანტი;
- სტუდენტური ცხოვრება ჩინეთსა და კორეაში;
- აზიაში მიღებული განათლების პრივილეგიების თაობაზე საერთაშორისო მასშტაბით;
- სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობების შესახებ აზიის ქვეყნებში და სხვა.
ვებინარმა მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები და, შასაბამისად, კვალიფიციური პასუხები.
ვებინარს მოდერატორობას უწევდა ელი ელისაშვილი - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი.