დღეს, 2021 წლის 19 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი სახელწოდებით „გლობალიზაციის გამოწვევები - HR მენეჯერი თანამედროვე კომპანიებში“ ჩატარდა.
ვებინარს უძღვებოდა ნინი ბაქრაძე - სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი, ტრენერი ორგანიზაციული კულტურისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში, გთუნ-ის ლექტორი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:
- გლობალიზაცია და თანამედროვე HR;
- თანამედროვე HR მენეჯერი და თანამედროვე კომპანიები;
- გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნა;
- განვითარების ხედვა და ახალი HR იდეები.