დღეს, 2021 წლის 9 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
ვებინარის თემა იყო ,,ინკლუზიური განათლებიდან ინკლუზიურ საზოგადოებამდე“.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ეკა ნინოშვილი - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი; დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტი; ტრენერი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკი მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.
მსმენელებმა მიიღეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:
- ინკლუზიური განათლების ძირითადი ღირებულებები;
- გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები;
- თანატოლთა ურთიერთგავლენა ინკლუზიურ განათლებაში;
- მეგობრობის შენება და მხარდაჭერა;
- მნიშვნელოვანი მიდგომები და ინსტრუმენტები.