დღეს, 2022 წლის 21 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის, კიდევ ერთი მეტად საინტერესო ვებინარი ჩატარდა.
ვებინარს უძღვებოდა დიტო ტიკარაძე - PIA-ს (ახალი ამბების სააგენტო) და CLIPART-ის (მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო) დამფუძნებელი და დირექტორი.
სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ციფრული მედიის მნიშვნელობაზე, ახალი მედიის აქტუალობასა და მის დანიშნულებაზე.