დღეს, 2022 წლის 1 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ძალზე საინტერესო ვებინარი ჩატარდა.
ვენიბარის თემა იყო: ,,კომერციული ავიაცია და მისი გამოწვევები პანდემიასა და სხვა კრიზისულ სიტუაციებში“.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: თამუნა თანდაშვილი - საავიაციო ასოციაცია ,,ავიაკომუნიკატორის" და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
- ინდუსტრიის ანალიზი;
- ტურიზმისა და ავიაციის სფეროების გავლენა ტურიზმის ჯაჭვში ჩართულ სხვა ინდუსტრიებზე;
- ციფრული ტექნოლოგიები კომერციულ ავიაციაში - როგორ შევარჩიოთ და განვავითაროთ ავიამიმართულებები.
საუბრის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.