დღეს, 2020 წლის 23 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება ვებინარი - სტუდენტური დისკუსია - დებატები თემაზე: „მსოფლიო პანდემია და ეკონომიკა“.
ვებინარის მონაწილეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო მოხსენებები და ისაუბრეს დღეისათვის ესოდენ აქტუალურ და პრობლემურ თემებზე.
ვებინარის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც მოეწყოს.