დღეს, 17 მარტს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, კიდევ ერთი საინტერესო ვებინარი ჩატარდა - ,,UNDP-ის მისია საქართველოში“.
ვებინარს უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ქეთევან უკლება - საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ვებინარზე სპიკერმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე როგორიცაა:
- გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მისია და საქართველოში საქმიანობის ისტორიის მოკლე მიმოხილავა;
- ხელშეწყობა საქმიანობის ოთხ ძირითად სფეროში;
- მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები.
საუბრის დასრულების შემდეგ სპიკერმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.