ახალი ამბები

ვორქშოპი: პროდუქტის რეკლამირების ფსიქო-სოციალური თავისებურებები

20 ნოემბერი 2024

20 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ჩატარდა ვორქშოპი ,,პროდუქტის რეკლამირების ფსიქო-სოციალური თავისებურებები“.

ვორქშოპს უძღვებოდა ნინა ქიტოშვილი – გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორი; GIU-ს ასოცირებული პროფესორი.

ვორქშოპის ფარგლებში საუბარი იყო შემდეგ თემებზე:

  • რას შეისწავლის ფსიქოლოგია;
  • რეკლამა მე-20 და 21-ე საუკუნეებში;
  • რეკლამის ტიპები და რეკლამის ხელოვნება;
  • როგორ მუშაობს რეკლამა: რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს;
  • რა გადააწყვეტინებთ მათ ყიდვას?
  • ზეგავლენის რომელი მეთოდი იქნება მეტად ეფექტური და რა ფსიქიკური ხერხებია ამისთვის საჭირო;
  • როგორი სტრატეგია უნდა შეირჩეს;
  • კულტურული კომპონენტის გათვალისწინება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინა ქიტოშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.