გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული დაარსდა 2011 წელს. კრებული წარმოადგენს მრავალდარგობრივ ჟურნალს, რომელიც აერთინებს ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და სამართლის მეცნიერებებს.

ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნულ დარგებში, უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს სასწავლებლებში მოღვაწე პროფესორ–მასწავლებლების მეცნიერული კვლევა–ძიების შემდგომ განვითარებას, ორიგინალური კონცეფციებისა და ინოვაციების წარმოჩენას, ამ დარგების წინსვლაში ჩვენს მონაწილეობას, სამეცნიერო საქმიანობაში ახალგაზრდა სპეციალისტების ჩართვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებას.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.


კრებულში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სამეცნიერო სტატია შეიძლება დაწერილი იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • ნაშრომს უნდა ახლდეს რეზიუმე /7-8 სტრიქონი/ორ ენაზე /ქართული, ინგლისური/;
  • ორივე ენაზე უნდა ითარგმნოს ნაშრომის სათაური, ავტორის სრული სახელი და გვარი ;
  • ნაშრომი უნდა იყოს აწყობილი MicrosoftWord–ში;
  • ქართული ნაშრომი ეწყობა Sylfaen შრიფტით.;
  • ინგლისური ნაშრომი იწყობა Times New Roman შრიფტით;
  • შრიფტის ზომა 11, ინტერვალი ერთი;
  • ნაშრომის მოცულობა /რეზიუმის ჩათვლით/ შეიძლება იყოს 5-დან 10 გვერდამდე, ნაბეჭდი A4 ზომის გვერდი;
  • ნაშრომში უნდა მიეთითოს მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურის ნომერი და გვერდი, ხოლო ნაშრომის ბოლოს უნდა დასახელდეს გამოყენებული ლიტერატურის ავტორი, წიგნის სახელწოდება და გამოცემის წელი;
  • ნაშრომს ცალკე ფურცელზე უნდა დაერთოს ავტორის საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი /სახლის, სამსახურის/, სამეცნიერო ხარისხი და წოდება, თანამდებობა, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ-ფოსტა;
  • ნაშრომის ელექტრონული ვერსია უნდა მოგვაწოდოთ როგორც დისკეტით, ისე ამონაბეჭდი სახით ერთ ეგზემპლარად A4 ზომის ქაღალდზე;
  • ნაშრომის რეცენზირება მოხდება ანონიმური წესით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე:

მისამართი: 0101 თბილისი, სამღერეთის ქ. 5
ტელ.: (995 32) 224 65 91; 266 15 12
ვებ გვერდი: www.gttu.edu.ge