გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ბოლონიის უნივერსიტეტების დიდი ქარტიით; ლისაბონის კონვენციით გამოხატული პრინციპებით; ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით, რაც ითვალისწინებს დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს, მათ შორის განათლების, კვლევის, ტექნოლოგიების, დასაქმებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოდერნიზებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას.
გთუნი თავის საქმიანობას წარმართავს ბოლონიის პროცესის ინსტრუმენტებით. ამასთან, იგი მოწოდებულია, გააძლიეროს ძალისხმევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (უსდ-ის) მეტი ინტერნაციონალიზაციისთვის.
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა გამომდინარეობს გთუნი-ს ხედვიდან და მისიიდან.