განცხადებები
სამეცნიერო შრომათა კრებული
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის ყოველწლიურ, მრავალდარგობრივ სამეცნიერო შრომათა კრებულში წარმოდგენილი ნაშრომები ეძღვნება სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აქტუალური საკითხების კვლევას.
გამოცემის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და უცხოელი ავტორების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა სპეციალისტების, მეცნიერული ძიების გაღრმავებას, ორიგინალური კონცეფციების წარმოჩენას, აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების შექმნას, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გახორციელებული საქმიანობის შედეგად შემოთავაზებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაშუქებას.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული დაარსდა 2011 წელს და რეფერირდება ტექინფორმის ქართულ რეფერატულ ჟურნალში.
ჩვენი ჟურნალი ატვირთულია Open Journals - პლათფორმაზე. მე-11 ჟურნალიდან გახდა რეფერირებადი.
ნაშრომის გაფორმების წესი
- ნაშრომში წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე: სტატიის სათაური, სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი და თანამდებობა, უნივერსიტეტის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები. როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი სახით;
- ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენაზე უნდა იყოს ერთნაირი ფორმატის.
- სათაურის შრიფტის ზომა - 14 ბოლდი და ცენტრში;
- საავტორო მონაცემები უნდა განთავსდეს დოკუმენტის მარჯვენა მხარეს. ავტორის სახელი გვარი (შრიფტის ზომა 12, ბოლდით), აკადემიური ხარისხი, უნივერსიტეტის დასახელება და მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (საკ.ტელეფონი, ელ.ფოსტა)
- ნაშრომს უნდა ახლდეს: აბსტრაქტი (მოცულობა - მინიმუმ 600 მაქსიმუმ 1200 სიმბოლო) ქართულ და ინგლისურ ენებზე, საკვანძო სიტყვები (4 - 7), ფრაზები (არა უმეტეს 3 ერთეულისა);
- ნაშრომი უნდა შესრულდეს Microsoft Word - ში, ქართულენოვანი ტექსტი - Sylfaen, ინგლისურენოვანი - Times New Roman შრიფტებით;
- ნაშრომის შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1,5;
- ფურცლის ზომა A4, ველები: ზედა- 2.0 სმ, ქვედა - 2.0 სმ, მარცხენა - 2.5 სმ, მარჯვენა - 2.0 სმ;
-
სტატიაში მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს შემდეგი ძრითადი ნაწილები: ა. შესავალი; ბ. ძირითადინაწილი; გ. კვლევისშედეგი; დ. დასკვნა;
-
ნაშრომის მოცულობა რეზიუმეს ჩათვლით - არანაკლებ 7 და არაუმეტეს 15 გვერდისა;
- ნაშრომში წყაროების დამოწმებისა და ლიტერატურის მითითების წესი:
წიგნი: ავტორის გვარი, სახელი ზუსტად ისე, როგორც წიგნის სატიტულო გვერდზეა წარმოდგენილი, გამოცემის წელი, ნაშრომის სათაური (დახრილი შრიფტით), გამოცემის ადგილი, გამომცემლობა.
თუ წიგნს ერთზე მეტი ავტორი ჰყავს, ზემოთ მოცემულ ფორმულირებაში მიეთითოს ყველა ავტორის გვარი და სახელი.
თუ წიგნს ოთხი ან მეტი ავტორი ჰყავს, მიეთითოს მხოლოდ პირველი ავტორის გვარი, სახელი და სიტყვა „სხვები“.
თუ წიგნის სატიტულო გვერდზე, ავტორის გარდა, მითითებულია რედაქტორი ან მთარგმნელი, მიუთითეთ ავტორის გვარი და სახელი ისე, როგორც აღწერილია ზემოთ, ხოლო რედაქტორის ან მთარგმნელის სახელი და გვარი დაუმატეთ წიგნის სათაურის შემდეგ.
თუ წიგნს მთარგმნელიც ჰყავს და რედაქტორიც, მიუთითეთ მათი გვარები და სახელები იმავე თანმიმდევრობით, როგორც წიგნის სატიტულო გვერდზეა. შენიშვნებში რედაქტორის ან მთარგმნელის გვარისა და სახელის წინ ჩასვით აბრევიატურა „რედ.“ ან „მთარგმნ.“
თუ წიგნის სატიტულო გვერდზე ავტორის ნაცვლად მითითებულია რედაქტორი ან მთარგმნელი, ავტორისთვის განკუთვნილ ადგილას დაწერეთ მისი გვარი და სახელი ისევე, როგორც დაწერდით ავტორის გვარსა და სახელს (იხ. ზემოთ), მაგრამ გვარის და სახელის შემდეგ დაურთეთ აბრევიატურა „რედ.“ (მრავლობითში „რედ.-ები“) ან „მთარგმნ.“ (მრავლობითში მთარგმნ.-ები“,).
თუ ორგანიზაციის, ასოციაციის, კომისიის ან კორპორაციის მიერ გამოშვებული პუბლიკაციის სატიტულო გვერდზე არ არის მითითებული ავტორის გვარი და სახელი, ავტორად მიუთითეთ საკუთრივ ორგანიზაცია, მაშინაც კი, როდესაც იგი მითითებულია როგორც გამომცემელი.
თუ ადგილი ექნება ავტორთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რომლებიც ზემოთ არ არის მოცემული, გამოიყენეთ ის მოდელი, რომელიც თქვენს შემთხვევასთან ყველაზე ახლოს იქნება;
სამეცნიერო სტატია: ავტორის გვარი, სახელი, წელი. სტატიის სრული სათაური: ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. , ტომი, ნომერი, გვერდების ნომრები ან ადგილის დასადგენი სხვა ინფორმაცია;
ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატია: ავტორის გვარი, სახელი, გამოსვლის თარიღი. სტატიის სათაური: ჟურნალის სახელწოდება ჟურნალის ნომერი, ქვესათაურის „ქვესათაური“ ქვეშ, ვებ-გვერდის მისამართი (წვდომის თარიღი);
ინტერნეტში განთავსებული და სხვა ელექტრონული წიგნები.
სტანდარტული ელემენტების გარდა აუცილებელია ვებ-გვერდის მისამართის და წვდომის თარიღის მითითება: ავტორის გვარი და სახელი, წელი, სათაური, გამოცემის ნომერი. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. ვებ-გვერდის მისამართი;
- ნახატები, გრაფიკები, სქემები და სხვა თვალსაჩინოება შესრულებული უნდა იყოს .JPG, .TIFF ფორმატებში;
- ნაშრომს უნდა დაერთოს ავტორის სრული სამეცნიერო ხარისხი, დაკავებული თანამდებობა და საკონტაქტო რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.
- ნაშრომში გამოქვეყნებულ მასალაზე, მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი;
- კრებულში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნაშრომს განიხილავს შესაბამისი მიმართულება და სათანადო რეკომენდაციით წარუდგენს სარედაქციო საბჭოს.
სტატიები მოწმდება პლაგიატზე და თითოეული ნაშრომი გადის დაფარულ რეცენზირებას.
სამეცნიერო შრომთა კრებულში სტატიის გამოქვეყნება ფასიანია.
სტატიის გამოქვეყნების ღირებულება შეადგენს 140 ლარს.
,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ”-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის სამეცნიერო შრომათა კრებულში სტატიის გამოქვეყნების საფასურია 70 ლარი,ხოლო აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის 35 ლარი.
გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
ჩვენი უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღები ბანკი: ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE13TB7151736020100006
მიმღების სახელი: შპს ,,საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ”
დანიშნულება: სტატიის გამოქვეყნების საფასური
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
მისამართი: 0101 - თბილისი, სამღერეთის N5
ტელ: (995 32) 2 66 15 12
ვებ-გვერდი: www.gtuni.edu.ge
პასუხისმგებელი რედაქტორი - ზოია ადამია, კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი.
ტელ: 599 27 07 46
E-mail: zoia.adamia@gttu.edu.ge