გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, თეორიული ცოდნის პარალელურად, სტუდენტთა უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და პრაქტიკული ცოდნის დაუფლებაზეც ზრუნავს.
უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად შექმნან თავიანთი პროფესიული საქმიანობის პირველი პროდუქტი და პირველივე ნათლობა მიიღონ უნივერსიტეტის კედლებში.
სამართლის ფაკულტეტის სასამართლო კლინიკის მიზანია, სტუდენტს, თეორიული ცოდნის პარალელურად, განუვითარდეს სწორი გადაწყვეტილებების მიღების, აუდიტორიის წინაშე თავისუფლად გამოსვლის, სამართლებრივ ნორმაზე დამყარებული, ლოგიკური და დასაბუთებული პასუხის გაცემის, ასევე მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ხოლო კრიმინალისტიკური ლაბორატორიაში სტუდენტები შეისწავლიან საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების საკითხებს.
ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს კი ტელე და რადიო ლაბორატორიებში ეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადონ სატელევიზიო და რადიო გადაცემები, ისწავლონ გადაცემების წარმოების დაგეგმვა, შეითვისონ მრავალკამერიანი გადაღების საქმე და ა.შ.
ამავე ფაკულტეტზე ფუნქციონირებს იმიტირებული სასწავლო ბანკი, სადაც სტუდენტები სწავლობენ საბანკო ოპერაციებს; ტურისტული სააგენტო, რომელშიც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ ტურისტული პაკეტების მომზადება; ხოლო კონსალტინგურ ცენტრში სტუდენტები სწავლობენ მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით ღონისძიებათა მენეჯმენტს, იძენენ პროექტების მართვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და მარკეტინგ-მენეჯმენტის პრაქტიკულ ასპექტებს.